თბილისის მერია გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით დღეს ინფორმაციას გამოაქვეყნებს

თბილისის მერიაში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით დღეს ინფორმაცია გამოქვეყნდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ "ტელეიმედის" გადაცემა "იმედის კვირაში" ჩართვისას განაცხადა.

ნარმანიამ ნიკა მელიას ბრალდებას, თითქოს პრემიების სამმაგი ოდენობით გაცემა მოხდა, სიცრუე უწოდა. "შრომის ანაზღაურება, დანამატი და პლუს საახალწლო წახალისება იმ ადამიანებს მიეცა, ვინც ადმინისტრაციამ წარმოადგინა. ეს იყო წინასაახალწლო წახალისება. ამას მასიური სახე არ აქვს და უფრო მცირეა, ვიდრე ჩვენი წინამორბედები არიგებდნენ", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში დოკუმენტაცია აჩვენა, რომელიც, მისი მტკიცებით, ადასტურებს, რომ ნარმანიამ ბრძანება გამოსცა ახალ წლამდე რამდენიმე საათით ადრე, სადაც მხოლოდ მერიის 15 თანამშრომელს გაუზარდა დანამატი. "ახალ წლამდე რამდენიმე საათით ადრე მალულად გამოსცა ნარმანიამ ბრძანება, სადაც მხოლოდ 15 თანამშრომელს გაუზარდა დანამატი. აქ საუბარია იმაზე, რომ მხოლოდ 15 თანამშრომელი შეირჩა და ისინი მერის მოადგილეები არიან.