"სი-ენ-ენ"-მა რუსეთში სამაუწყებლო ლიცენზია მოითხოვა

ამერიკულმა საერთაშორისო მაუწყებელმა "სი-ენ-ენ"-მა რუსეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების, კავშირგაბმულობისა და მასმედიაზე ზედამხედველობის სამსახურს სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის თხოვნით მიმართა, - ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იტყობინება.

"სი-ენ-ენ"-მა საჭირო დოკუმენტები უკვე წარმოადგინა. ჩვენ მას შევისწავლით, საჭირო პროცედურები ჩატარდება, 30 დღის შემდეგ კი მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა "როსკომნადზორის" წარმომადგენელმა.

ამერიკულმა სამაუწყებლო კომპანიამ რუსეთში საკაბელო ქსელებით მაუწყებლობა 2014 წლის 31 დეკემბერს შეწყვიტა. ამის მიზეზად კი რუსეთში უცხოური მედიასაშუალებების წინააღმდეგ ახალი რეგულაციების დაწესება დასახელდა.