მსოფლიოს 10 უმდიდრესი სამეფო ოჯახი 2022 წლის მონაცემებით

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში უამრავი მდიდარი ადამიანია, არსებობს კონკრეტული კატეგორია, რომლებიც სიმდიდრითა და ფუფუნებით სავსე ცხოვრებით მაინც ყველასგან გამოირჩევიან.

წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე მდიდარ სამეფო ოჯახებს 2022 წლის მონაცემებით.

kdcp-1651304685.jpg

ლიხტენშტეინის სამეფო ოჯახი - 4,4 მილიარდი დოლარი

ლიხტენშტეინის სამეფო ოჯახს ხელმძღვანელობს ლიხტენშტეინის პრინცი ჰანს-ადამ II. კონსტიტუციური მონარქიის მიხედვით ლიხტენშტეინს ოჯახი მართავს და როცა სიმდიდრეზეა საუბარი, ეს სამეფო ოჯახი გამორჩეულ ადგილს იკავებს.

2022 წლის მონაცემებით, ლიხტენშტეინის სამეფო ოჯახი 4,4 მილიარდ დოლარს ფლობს. მათ შორის ფლობენ მოდის მსხვილ ბრენდებს და სხვადასხვა ბიზნესებს მსოფლიოს მასშტაბით.

jkk-1651305120.jpg

მაროკოს სამეფო ოჯახი - 8,2 მილიარდი დოლარი

ალაუიტების დინასტია მაროკოს სამეფო ოჯახია. ამ ოჯახს ხელმძღვანელობს მეფე მუჰამედ VI, რომელმაც ტახტი 1999 წელს დაიკავა. ალაუიტების დინასტია მე-9 უმდიდრესი სამეფო ოჯახია პლანეტაზე.

ეს ოჯახი 2022 წლის მდგომარეობით 8,2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

lnb-1651305216.jpg

დუბაის სამეფო ოჯახი - 18 მილიარდი დოლარი

დუბაის შეიხი მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმი მართავს. ის არის დუბაის სამეფო ოჯახის უფროსი და ასევე ალ მაქტუმის დინასტიის უმდიდრესი პიროვნება. შეიხი ამჟამად არაბეთის გაერთიანებული საემიროების ვიცე-პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრია. მისმა სამეფო ოჯახმა წლების განმავლობაში ააშენა მრავალმილიარდიანი იმპერია. ოჯახმა მილიარდები მთელი რიგი ინვესტიციების მეშვეობით გამოიმუშავა, მათ შორის Dubai Holdings და Darley Stud-ით.

გარდა ამ ბიზნესისა, ოჯახი ასევე ფლობს უამრავ მდიდრულ ქონებას მთელს მსოფლიოში.

kllkn-1651305272.jpg

ბრუნეის სამეფო ოჯახი - 28 მილიარდი დოლარი

მმართველობის მონარქიულ სისტემაში ბრუნეის მართავს ბრუნეის სულთანი ჰასანალ ბოლკია. სულთანი ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე დიდ საცხოვრებელ სასახლეში, რომელიც გინესის მსოფლიო რეკორდის წიგნშია შეტანილი.

ბრუნეის სამეფო ოჯახმა თავისი 28 მილიარდი დოლარის ღირებულების უმეტესი ნაწილი ბრუნეის ნავთობის ძლიერი მარაგებიდან გამოიმუშავა. ამბობენ, რომ სულთანი ფლობს რამდენიმე კერძო თვითმფრინავს და ათასობით სუპერმანქანას, მათ შორის 600 Rolls Royce და 300 Ferrari.

llkjn-1651305359.jpg

ტაილანდის სამეფო ოჯახი - 30-60 მილიარდი დოლარი

ჩაკრის დინასტია ტაილანდის სამეფო ოჯახია. ეს ოჯახი 1782 წლიდან სამეფო ტახტს იკავებს. ამჟამინდელი მეფე, მაჰა ვაჯირალონგკორნი ტახტზე 2016 წელს ავიდა. დაზუსტებით ცნობილი არ არის, თუმცა დასავლური მედია წერს, რომ 2022 წლისთვის ოჯახი 30-მილიარდიდან 60 მილიარდ დოლარამდე ქონებას ფლობს.

jjbvv-1651305409.jpg

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი - 88 მილიარდი დოლარი

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი, რომელსაც დედოფალი ელიზაბეტ II ხელმძღვანელობს, შეიძლება მსოფლიოს ყველაზე მდიდარი სამეფო ოჯახი არ არის, თუმცა ისინი ყველაზე გავლენიანები არიან.

Forbes-ის მიხედვით, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ღირებულება 88 მილიარდი დოლარია. დედოფალი ელიზაბეტ II ამ ოჯახის უმდიდრესი წევრია, რომლის პირადი ქონება 428,3 მილიარდ დოლარს შეადგენს.

gghj-1651305485.jpg

აბუ დაბის სამეფო ოჯახი - 150 მილიარდი დოლარი

ალ ნაჰიანის დინასტია არის აბუ დაბის სამეფო ოჯახი. ამ ოჯახს ხელმძღვანელობს შეიხ ხალიფა ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი, აბუ დაბის ემირი და არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტი 2004 წლიდან.

შეიხი ასევე თავმჯდომარეობს აბუ დაბის საინვესტიციო ორგანოს, რომელიც აკონტროლებს აქტივებს, რომელთა ღირებულება 696 მილიარდ დოლარს აღემატება.

აბუ დაბის სამეფო ოჯახის ღირებულება 150 მილიარდი დოლარია, რომლის დიდი ნაწილი ნავთობისგან მოიპოვეს. ემირი არის ლონდონის ერთ-ერთი უმდიდრესი მცხოვრებელი 7,1 მილიარდი დოლარის უძრავი ქონების აქტივებით.

jkhjv-1651305533.jpg

ყატარის სამეფო ოჯახი - 335 მილიარდი დოლარი

ყატარს მართავს ტანის სამეფო სახლი, რომელსაც შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-ტანი ხელმძღვანელობს, იგი ემირი 2013 წელს გახდა. ოჯახი ყატარს მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან მართავს და 335 მილიარდ დოლარს ფლობს. მათ შორის არის ლონდონის ცათამბჯენ Shard-ის, დიდი ბრიტანეთის ოლიმპიური სოფლის და ჰაროდის უნივერმაღის მესაკუთრე. ოჯახს ასევე აქვს წილები ნიუ-იორკის Empire State Building-ში, Barclays-ში, British Airways-სა და Volkswagen-ში.

hjjkim-1651305605.jpg

ქუვეითის სამეფო ოჯახი - 360 მილიარდი დოლარი

ალ საბაჰის ოჯახი ქუვეითის სამეფო ოჯახია და მას ქუვეითის ამჟამინდელი ემი შეიხ საბაჰ IV აჰმად ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი ხელმძღვანელობს. ალ საბაჰის დინასტია ქუვეითს 1752 წლიდან მართავს. ოჯახმა თავისი უზარმაზარი ქონება, 360 მილიარდი დოლარის ღირებულებით, შეერთებული შტატების ყველა მსხვილ კომპანიაში აქციების შეძენით გამოიმუშავა.

bhjk-1651305681.jpg

საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი - 1,4 ტრილიონი დოლარი

უდავოდ ყველაზე მდიდარი სამეფო ოჯახი მსოფლიოში საუდის არაბეთის სამეფო ოჯახია. უკიდურესი სიმდიდრის მქონე სამეფო ოჯახი საუდის არაბეთს მართავს 1744 წლიდან.

ოჯახს საუდის არაბეთის ამჟამინდელი მეფე, მეფე სალმან ალსაუდი ხელმძღვანელობს, რომელიც ოჯახის ყველაზე მდიდარი წევრია.

საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი წარმოუდგენელ თანხას -1,4 ტრილიონ დოლარს ფლობს.

თეონა რამაზაშვილი