”იანდექსი” ”გუგლს” რუსული კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს

რუსული საძიებო სისტემა "იანდექსი" რუსეთის ფედერალურ ანტიმონოპოლიურ სამსახურს ამერიკული გიგანტის "გუგლის" მიერ რუსეთის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების შესწავლისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. როგორც "იანდექსის" ხელმძღვანელობა აცხადებს, "გუგლი" მეტოქე კომპანიებს რუსეთში თავისი სისტემების გამოყენების უფლებას არ აძლევს, რაც რუსული კანონმდებლობის დარღვევაა. "ამ დროისთვის ევროკომისია გუგლის მიერ "ანდროიდის" სისტემაზე დომინირების საქმეს იხილავს, "იანდექსი" კი ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს. კომპანიის წარმომადგენლობამ ფედერალურ ანტიმონოპოლიურ სამსახურს უკვე მიმართა და "გუგლის" მიერ რუსეთის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევების შესწავლა მოითხოვა"- წერია "იანდექსის" ხელმძღვანელობის განცხადებაში.