FT-იმ დაასახელა ნავთობის ფასი, რომლის გაძლება შეუძლია რუსეთის ეკონომიკას ემბარგოს პირობებში

რუსეთის ეკონომიკას შეუძლია გაუძლოს ევროკავშირის მხრიდან დაანონსებულ ევროპულ სანქციებს, თუ ის შეძლებს ნავთობის ექსპორტის გადამისამართებას აზიისკენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნავთობი ეღირება იმაზე ორჯერ ნაკლები, ვიდრე Brent მარკის ნავთობის ფასია დღეს. ამის შესახებ გამოცემა Financial Times წერს.

ახლა Brent 110 დოლარის ფარგლებში ივაჭრება, რუსული Urals-ის ფასი 70 დოლარის ფარგლებში ბარელზე. FT წერს, რომ ეს ფასი რუსეთის ბიუჯეტის მოთხოვნებს ბევრად აღემატება. გამოცემის შეფასებით, ევროკავშირის მხრიდან რუსულ ნავთობზე დაანონსებული ემბარგო ამ ნედლეულზე ფასების ზრდას დააჩქარებს.

„რუსეთის ბიუჯეტი ძლიერ არის დამოკიდებული ნავთობის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალზე, რომელზეც 2021 წელს მოდიოდა შემოსავლების 45%. თუმცა ხელისუფლება არ დაზარალდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსები შეძლებენ ნავთობის რეალიზებას 44 დოლარადაც კი“, - წერია მასალაში.

FT-ის მონაცემებით, რუსული ნავთობის ძირითადი შემსყიდველები აზიური ქვეყნები არიან. ამასთან, დამოუკიდებელმა ჩინელმა შემსყიდველებმა უკვე დაიწყეს მარაგების შევსება და დიდი რაოდენობით შესყიდვები, მაგრამ ჩინური მსხვილი სახელმწიფო ტრეიდერები დასავლური სანქციების შიშით რუსული ნავთობის იმპორტისგან თავს იკავებენ.

ამასთან, გამოცემასთან ანალიტიკოსების აცხადებენ, რომ რუსული ნავთობის ექსპორტირება ასევე შეიძლება შეაფერხოს სანქციებმა, რომელიც ზღვით ტრანსპორტირებასაც შეეხება. მათი აზრით, ტანკერულ გადაზიდვებზე აკრძალვა, მნიშვნელოვნად შეამცირებს ხომალდების რაოდენობას, რომლებიც შეძლებენ რუსული კომპანიების მომსახურებას.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ მოამზადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს რუსულ ნავთობზე ეტაპობრივად უარის თქმას. პროცესი 6 თვე გაგრძელდება და წლის ბოლომდე დასრულდება. სანქციები შეეხება რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას როგორც ნავთობსადენებიდან, ასევე ზღვით ტანკერების მეშვეობით. აკრძალვა შეეხება ასევე ნავთობპროდუქტების იმპორტს.

კოკა კვირკველია