FT: ბორელი მოუწოდებს ევროპას, რომ გაყინული რუსული აქტივები უკრაინას მოხმარდეს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ჯოზეპ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა განიხილონ საკითხი გაყინული რუსული სავალუტო აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენებისთვის. ამის შესახებ საუბარია ინტერვიუში, რომელიც მან გამოცემა Financial Times-ს მისცა.

ევროდიპლომატიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მანამდე ამერიკელებმა აიღეს საკუთარი კონტროლის ქვეშ ავღანთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი მილიარდები, მისი ნაწილი კი მათ შორის მოხმარდა ტერორიზმისგან დაზარალებულებს, ასევე ქვეყნის ჰუმანიტარულ დახმარებას, ახლა კი ასეთი პრაქტიკის გამოყენება რუსულ რეზევრებთან მიმართებით შეიძლება მოხდეს. „მე ვიტყოდი, რომ ეს ძალიან ლოგიკურიც იქნება“, - განაცხადა ბორელმა.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ფინანსური აღდგენის საკითხი არის ერთ-ერთი საკვანძო პოლიტიკური საკითხი, იქედან გამომდინარე, რომ ამისთვის საჭირო იქნება წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით თანხა. ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა უკვე დაიწყეს საკითხის შესწავლა რამდენად შეიძლება აღნიშნული პრაქტიკაში გატარდეს, თუმცა ბრიუსელი ამ დრომდე დუმს.

როგორც ცნობილია, სანქციების შედეგად დასავლეთში გაყინულია 300 მლრდ დოლარის რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები.

კოკა კვირკველია