რა ღირს ქართული მარწყვი ბაზარზე

მიუხედავად აპრილის დაბალი ტემპერატურისა, კახეთში ადრეული მარწყვის მოსავლის აღება დაიწყეს. ადგილობრივი მიწოდება პიკს მაისის მეორე ნახევარში მიაღწევს. როგორც east-fruit-ი წერს, მარწყვის საბითუმო ღირებულება 5-7 ლარს შეადგენს, თუმცა რამდენიმე კვირაში ის დაიკლებს.

ადგილობრივი სეზონის დაწყებასთან ერთად, საბითუმო ბაზრებზე გაიზარდა თურქული მარწყვის მიწოდებაც. ოფიციალური მონაცემებით, აპრილში საქართველოში შემოვიდა 723 ტონა მარწყვი, რაც 26%-ით მეტია 2021 წლის აპრილთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი წარმოების მარწყვი იმპორტულზე 30%-ით ძვირია, რადგან ვიზუალის მიუხედავად, უფრო გემრიელად და ჯანსაღად ითვლება. ერთი კილოგრამი თურქული მარწყვი საბითუმო ბაზარზე 5-6 ლარი ღირს.

ადგილობრივი ფერმერეი შიშობენ, რომ იაფი იმპორტის გამო, ადგილობრივი წარმოება შესაძლოა, წამგებიანი აღმოჩნდეს.

ეკა დარჩიაშვილი