2035 წლიდან ევროკავშირი მხოლოდ ელექტრომობილებს დაარეგისტრირებს

ევროკავშირი 2035 წლიდან აპირებს მის ტერიტორიაზე მხოლოდ ელექტრომობილები დაარეგისტრიროს, თანაც გამონაკლისების გარეშე. ამის შესახებ გერმანული Handelsblatt წერს.

გაზეთის ინფორმაციით, აღნიშნულის მიმართ თანხმობა უკვე არის როგორც ევროპარლამენტში, ასევე ევროკავშირის საბჭოში. გამოცემას ხელთ ჩაუვარდა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის საფრანგეთის მიერ ბლოკის წევრი ქვეყნებისადმი დაგზავნილი „კომპრომისული წინადადება“, რომელიც არ ითვალისწინებს გამონაკლისებს ამ მიმართულებით და გარდამავალი პერიოდის კიდევ უფრო გახანგრძლივებას.

როგორც გამოცემა წერს, საფრანგეთი გეგმავს ევროკომისიის პირველადი წინადადებას ერთი-ერთში განხორციელებას. ეს კი ნიშნავს, რომ 2035 წლიდან ევროკავშირში აიკრძალება ახალი მსუბუქი და კომერციული ავტომობილების რეგისტრაცია, რომლებიც გამოყოფენ ემისიებს გადაადგილებისას. ერთადერთი დასაშვები სარეგისტრაციო სატრანსპორტო საშუალება კი გახდება ელექტრომობილი. ამასთან, კომპორმისული წინადადება ითვალისწინებს ყოველ ორ წელიწადში გარდამავალი პროცესის მიმდინარეობის შემოწმებას.

აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრა ევროპარლამენტში მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი.

კოკა კვირკველია