კრიპტო ვალუტამ გამყარება დაიწყო - როგორ შეიცვალა 5 ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის ღირებულება 24 საათის განმავლობაში

კრიპტო ვალუტებმა მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმედღიანი შოკი გადაიტანა. თითქმის ყველა ქოინი ისე გაუფასურდა, რომ ბოლო 7 დღის განმავლობაში, ნაწილი, ვისაც სფეროში ინვესტიცია ჰქონდა განხორციელებული, პანიკაში ჩავარდა.

ყველაზე პოპულარული კრიპტო ვალუტის, Bitcoin -ის ღირებულება გუშინ 26,729.99 დოლარი იყო. Ethereum -ის კი 1,808.78 დოლარი. თუმცა, დილა მათთვის პოზიტიურად დაიწყო, რადგან თითქმის ყველა ქოინის ფასი გაიზარდა. ექსპერტები გამყარებას ისევ ელოდებიან.

როგორც გამოიყურება 5 ყველაზე პოპულარული კრიპტო ვალუტის ღირებულება დღეს:

  • ბოლო 24 საათში Bitcoin -ის ფასმა 13.66% -ით მოიმატა. გუშინ მისი ღირებულება 26,729.99 დოლარი იყო, დღეს კი 30,695.72 დოლარია.
  • Ethereum -ის ღირებულება ბოლო 24 საათში 16.16%-ით გაიზარდა. დღეს ერთი Ethereum 2,111.78 დოლარი ღირს, გუშინ მისი ფასი 1,808.78 დოლარი იყო.
  • Tether-ის ღირებულება ბოლო 24 საათში 1.06% -ით გაიზარდა. ერთი Tether ახლა 0.9978 დოლარი ღირს. გუშინ ფასი 0.9619 დოლარი იყო.
  • BNB-ის ღირებულება 24 საათში 34.19%-ით გაიზარდა. ერთი BNB 305.38 დოლარი ღირს. გუშინ კი მისი ფასი 227.80 დოლარი იყო.
  • USD Coin-ის ღირებულება 24 საათში 0.09% -ით არის შემცირებული. მისი ღირებულება უცვლელი - 1.00 დოლარია.

თეონა რამაზაშვილი