"ვითიბი ბანკის" ონლაინ განვადებით სარგებლობა კიდევ ორ მაღაზიაშია შესაძლებელი

"ვითიბი ბანკის" ონლაინ განვადებით სარგებლობა Alta-ს და Apple City-ს ვებგვერდებზეა შესაძლებელი.

"ვითიბი ბანკის" ინფორმაცით, სასურველი ნივთის შესაძენად საჭიროა ონლაინ განაცხადის შევსება ვებგვერდებზე: alta.ge და applecity.ge. პასუხს მომხმარებელი sms გზავნილით მიიღებს. სამუშაო საათების განმავლობაში შევსებულ განაცხადზე პასუხის მიღება, ხდება ერთი საათის განმავლობაში, ხოლო არასამუშაო საათების შემთხვევაში, მომდევნო დღეს. ასევე, შესაძლებელია შეძენილი ნივთების ადგილზე მიტანა.

სესხის მაქსიმალური თანხა 5000 ლარია, მაქსიმალური ვადა კი 24 თვეა, თანამონაწილეობა 0% - დან. უახლოეს დღეებში, "ვითიბი ბანკის" ონლაინ განვადების, პარტნიორი მაღაზიების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.