ესპანეთში სურსათზე ფასების ზრდამ 30 წლის მაქსიმუმს მიაღწია

აპრილში ესპანეთში საკვებ პროდუქტებსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების ზრდამ 10,1% შეადგინა და ბოლო 30 წლის მაქსიმუმს მიაღწია. ამის შესახებ საუბარია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, პროდუქტებსა და უალკოჰოლო სასმელებზე წინა წლის აპრილთან დაკავშირებით 10,1%-იანი ზრდა გამოიწვია მათში გამოყენებულ შემადგენლობაზე ფასის ზრდამ.

„მათ შორის იკვეთება ფასების ზრდა ხორცზე, პურზე, ლებნებზე, ბოსტნეულზე, რძეზე, ყველსა და კვერცხზე, რომლებიც უფრო ძვირია, ვიდრე გასული წლის აპრილში,“ - წერია განცხადებაში. გაზეთ 20minutos-ის ცნობით, საუბარია ყველაზე დიდ ფასების ზრდაზე 1994 წლის შემდეგ.

გასულ თვეს ესპანეთში ინფლაციამ 8,3% შეადგინა. მარტში ეს მაჩვენებელი 9,8% იყო, რაც ბოლო 37 წლის მაქსიმალური მაჩვენებელია.

კოკა კვირკველია