კანადა მზადაა უკრაინას ხორბლის გატანაში დაეხმაროს

კანადის ხელისუფლება მზადაა, რომ უკრაინას პორტებიდან ხორბლის გატანაში დაეხმაროს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CTV ავრცელებს

ტელეკომპანიის ცნობით, აღნიშნული განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჟოლიმ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრია შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. უფრო კონკრეტულად კი, ოტავა მზადაა საკუთარი ხომალდები დაახმაროს უკრაინას მარცვლეულის პორტებიდან გასატანად.

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს მარცვლეული დაეგზავნება მსოფლიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მილიონობით ადამიანს შიმშილით სიკვიდილი ემუქრება“, - განაცხადა მან.

მანამდე გაეროს სურსათის პროგრამის გერმანული განყოფილების ხელმძღვანელმა მარტინ ფრიკმა გერმანულ სააგენტო DPA-სტან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის პორტებში დაახლოებით 4,5 მლნ ტონა მარცვლეულია, რომლის გატანაც ვერ ხერხდება. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 10 მაისს განაცხადა, რომ უკრაინაში არსებულმა სიტუაციამ მსოფლოიოში სურსათზე ფასების ზრდა გამოიწვია. მისი მონაცემებით, უკრაინულ საცავებში 20 მლნ ტონაზე მეტი მარცვლეული ინახება და რომ აშშ ძალიან მონდემოებულია, რათა ის მოხვდეს მსოფლიო ბაზარზე. მისივე თქმით, ამან უნდა გამოწვიოს სურსათზე ფასების კლება.

კოკა კვირკველია