"თიბისი ბანკი" მოზიდული 100 მილიონი ლარის ოდენობის სესხის შესახებ პრესკონფერენციას გამართავს

"თიბისი ბანკის" სათავო ოფისში, ხვალ, პრესკონფერენცია გაიმართება, რომელზეც ბანკის მიერ მოზიდული 100 მილიონი ლარის ოდენობის სესხის შესახებ გახდება ცნობილი.

"თიბისი ბანკის" ინფორმაციით, ეს არის ქართული ბანკის მიერ მოზიდული ყველაზე მსხვილი ფინანსური რესურსი ეროვნულ ვალუტაში, რომელიც "თიბისი ბანკმა" აზიის განვითარების ბანკისგან მიიღო. პრესკონფერენციას "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ქეითი ჯულიანი გაუძღვებიან.