დიდი ბრიტანეთი და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები აკვირდებიან, თუ როგორ შეიძლება უკრაინის აღდგენის დასაფინანსებლად რუსული აქტივების გამოყენება

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლიზ ტრასის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები აკვირდებიან, თუ როგორ შეიძლება უკრაინის აღდგენის დასაფინანსებლად რუსული აქტივების გამოყენება. ამის შესახებ ინფორმაცია დასავლურ მედიაში ვრცელდება.

ტრასის თქმით, აღნიშნული საკითხი ახლახან, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების შეხვედრაზეც იყო განხილული.

„ჩვენ გვჭირდება ახალი „მარშალის გეგმა“, რომ ხელახლა ავაშენოთ უკრაინა და ფაქტობრივად, ჩვენ ეს ახლახან განვიხილეთ, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების შეხვედრაზე, რომელიც მე მქონდა ჩემს კოლეგებთან ერთად, მთელი მსოფლიოდან. ჩვენ განვიხილავთ თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსული აქტივები ამის გადასახდელად გამოვიყენოთ“, - განუცხადა Times Radio-ს ლიზ ტრასმა.