ნაძალადევის გამგეობა 700-მდე ოჯახს შეშით დაეხმარა

ნაძალადევის რაიონის გამგეობა, ზამთრის სეზონის განმავლობაში, 700-მდე ოჯახს შეშით დაეხმარა.

ნაძალადევის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებიც გასათბობად შეშის ღუმელებს იყენებენ, 2 კუბ/მ შეშა დაურიგდათ. მათივე ცნობით, ნაძალადევის რაიონის გამგეობამ აღნიშნული დახმარების გამოყოფის მიზნით ტენდერი ორჯერ გამოაცხადა.

როგორც გამგეობაში განმარტავენ, ზამთრის სეზონისთვის გათვალისწინებული დახმარების პირველი ეტაპი დეკემბრის ბოლოს დასრულდა, ამჟამად მეორე ეტაპი მიმდინარეობს. შემსრულებელი კომპანია შეშის დარიგების პროცესს 25 თებერვლამდე დაასრულებს და ამ დროისთვის კიდევ 115 ოჯახს მიეწოდება შეშის მარაგი.