უკრაინამ სასოფლო-სამეურნეო მიწების 82,2%-ზე ძირითადი კულტურები უკვე დარგო

უკრაინამ სოფლის მეურნეობის ძირითადი კულტურებით 11,84 მლნ ჰექტარი მიწა დათესა, რაც მიმდინარე სეზონისთვის დაგეგმილი 14,4 მლნ ჰექტრის 82,2%-ია. მხოლოდ გასულ კვირას, ანუ 12-19 მაისს 1,94 მლნ ჰექტარი ფართობი დაითესა. ამის შესახებ უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტროს განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

19 მაისის მდგომარეობით, დათესილია:

  • მზესუმზირის ფართობი - 3,94 მლნ ჰექტარია, რაც 2022 წლისთვის დაგეგმილი 4,93 მლნ ჰექტრის 80%-ია
  • სიმინდი - 4,17 მლნ ჰექტარი, დაგეგმილი 4,85 მლნ ჰექტარ ფართობის 86%
  • საგაზაფხულო ქერი - 927,5 ათასი ჰა, დაგეგმილი 1,02 მლნ ჰექტარ ფართობის 92%
  • საგაზაფხულო ხორბალი - 188,6 ათასი ჰა, დაგეგმილი 189,6 ათასი ჰა. ფართობის 99,4%
  • შვრია - 156,8 ათასი ჰა, დაგეგმილი 163,6 ათასი ჰა. ფართობის 95 ,8%
  • ბარდა - 124,8 ათასი ჰა, დაგეგმილი 145,7 ათასი ჰა. ფართობის 86%
  • კარტოფილი - 1,07 მლნ ჰა, დაგეგმილი 1,19 მლნ ჰა. ფართობის 90%
  • სოია - 728,6 ათასი ჰა, დაგეგმილი 1,25 მლნ ჰა. ფართობის 58%
  • შაქრის ჭარხალი - 182 ათასი ჰა, დაგეგმილი 206,9 ათასი ჰა. ფართობის 88%
  • გაზაფხულის რაფსი - 28,4 ათასი ჰა, დაგეგმილი 29,8 ათასი ჰა. ფართობის 95,3%
  • ფეტვი - 32,1 ათასი ჰა, დაგეგმილი 62 ,3 ათასი ჰა. ფართობის 51,5%
  • წიწიბურა - 37,4 ათასი ჰა, დაგეგმილი 81,6 ათასი ჰა. ფართობის 46%

აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტროს ცნობით, თესვის კამპანია უკრაინაში გრძელდება. ამ დროისთვის საგაზაფხულო ხორბალზე პროგნოზირებული ფართობის, თითქმის, 98% უკვე დათესილია.

ამასთან, წლევანდელი მოსავლისთვის 7,7 მილიონი ჰექტარ საერთო ფართობზე 2021 წელს ზამთრის კულტურები არის დათესილი. მათ შორის არის 6,5 მილიონი ჰექტარი ზამთრის ხორბალი, 1 მილიონი ჰექტარი - ქერი და 0,16 მილიონი ჰექტარი - ჭვავი.

სამინისტროს მონაცემებით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო წლევანდელ სეზონზე მაღალი მარჟის მქონე კულტურების, მზესუმზირისა და სიმინდის სათესი ფართობების შემცირების ხარჯზე უფრო ადვილად მოსავლელი და სასურსათო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კულტურების, ბარდის, ქერისა და შვრიის მოყვანა გაიზრდება.

20 აპრილს პრემიერ მინისტრ დენის შმიგალმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ამ სეზონზე, დაახლოებით, 14,2 მილიონ ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა დაითესება, რაც გასული წლის 16,9 მილიონი ჰექტარი ფართობის 80%-ია.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე როსტისლავ შურმას თქმით, ქვეყნის მიზანია, 2022 წელს წინა წლის მოცულობის, მინიმუმ, 70% მოსავალი აიღოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ