2015 წლის განმავლობაში რუსეთში ღრმა რეცესიას პროგნოზირებენ

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა ინვესტიციების კატეგორიაში რუსეთის რეიტინგი დაწია.

კერძოდ, რუსეთის ფედერეაციის სამთავროვო ობლიგაციების რეიტინგი Baa3 დონიდან Ba1 დონემდე შეამცირა და ამის მიზეზად ნეგატიური პროგნოზები დაასახელა. როგორც საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, 2015 წლის განმავლობაში რუსეთში მოსალოდნელია ღრმა რეცესია. Moody's-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა რუსეთის ფინანსთა მინისტრი, ანტონ სილუანოვი და განაცხადა, რომ აღნიშნული ნაბიჯი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებულია. წლის დასაწყისში რუსეთის რეიტინგი სააგენტო Fitch-მაც შეამცირა BBB დონემდე.