შეკვეთილში 5 მლნ ლარის ღირებულების პირველი პრემიუმ კლასის დასასვენებელი კომპლექსი შენდება

ზღვისპირა კურორტ შეკვეთილში ქართული კომპანია 5 მლნ ლარის ინვესტიციითა და „თიბისი ბანკის“ პარტნიორობით მრავალფუნქციურ საინვესტიციო და საცხოვრებელ პროექტს ახორციელებს.

პროექტი FIDELIO პირველი მასშტაბური საინვესტიციო კომპლექსია შეკვეთილში, რომელიც თანამედროვე არქიტექტურით, ახალი ტექნოლოგიებით, ტერასით, რესტორნით, კონსიერჟ მომსახურებითა და უსაფრთხოებით გამოირჩევა. რეგიონისთვის დამახასიათებელი უნიკალური კლიმატი კი მას კიდევ უფრო ღირებულს ხდის.

FIDELIO მდებარეობს Black Sea Arena-სა და სანაპიროს სიახლოვეს, რაც მას როგორც უცხოელი ვიზიტორებისთვის, ისე ადგილობრივი დამსვენებლებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

პროექტს დეველოპერული კომპანია „ტოპლაინ ქონსთრაქშენი“ ახორციელებს, რომლის მიზანი ქვეყანაში მშენებლობის ევროპული სტანდარტების დანერგვა და პრემიუმ-კლასის პროექტების განხორციელებაა. კომპანიის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის რუსა მამასახლისის განმარტებით, FIDELIO-შეკვეთილში არის ერთადერთი და პირველი პრემიუმ კლასის საინვესტიციო პროექტი, რომელიც რეგიონის პოპულარიზაციასა და ეკონომიკის განვითარებაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს.

„უახლოეს მომავალში FIDELIO-ს დამსვენებელსა და სტუმარს ექნება შესაძლებლობა, უკვე შეკვეთილშიც მიიღოს პრემიუმ კლასის მომსახურება. ამასთან, FIDELIO აპარტამენტების მეპატრონეებს საშუალებას აძლევს, ჩადებული ინვესტიცია შემოსავლის წყაროდ აქციონ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შეკვეთილს წელიწადის ოთხივე დროს უნიკალურ ზღვისპირა კურორტად აქცევს თბილი და ნოტიო ჰავა, რომელიც სასარგებლო და სასიამოვნოა როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის. FIDELIO-ში ჩამოსულებს დაგხვდებათ მრავალი კულტურული სივრცე, მათ შორის საკონცერტო დარბაზი black Sea Arena, სადაც მსოფლიო დონის არტისტებთან შეხვედრის შესაძლებლობა გვეძლევა. ამის შემდეგ კი შევძლებთ, კომპლექსის რესტორანში გემრიელი კერძები დავაგემოვნოთ ქართულ-ფრანგული სამზარეულოდან, რომელსაც ასევე ფრანგი შეფ-მზარეული მოგვიმზადებს,“ - აღნიშნა რუსა მამასახლისმა.

280512853-328028272812976-8140564696373895935-n-1653383551.jpg

პროექტი 2022 წლის სექტემბერში დასრულდება, აპარტამენტების გაყიდვა კი უკვე დაწყებულია. კომპანიის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ამ დროისთვის „ტოპლაინ ქონსთრაქშენ"“ აპარტამენტის შეძენით დაინტერესებული პირებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს:

„მომხმარებელი, რომელიც აპარტამენტს ერთიანი გადახდით შეიძენს, იქნება ეს პირადი სახსრები თუ საბანკო განვადება, სოლიდური შეღავათებით ისარგებლებს,“ - განმარტა რუსა მამასახლისმა.

პროექტით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, ფოტოზე „დაკლიკვით“"ტოპლაინ ქონსთრაქშენს" საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვოთ და კომპანიის წარმომადგენელი ყველა დეტალს პირადად გაგაცნობთ:

281326819-411304190865264-3956194180659031561-n-1653383682.png

(R)