ფინანსთა სამინისტროში გაჩერებული მშენებლობებისთვის დაგეგმილ საგადასახადო შეღავათებზე ისაუბრეს

ფინანსთა სამინისტროსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებმა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მთავრობის გადაწყვეტილებაზე იმსჯელეს, რომელიც 2008 წლის შემდგომ გაჩერებული მშენებლობებისთვის დაგეგმილ საგადასახადო შეღავათებს ეხება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცით, სამინისტროში გამართულ შეხვედრას ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი ესწრებოდნენ. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტზე და იმ კონკრეტულ ინსტრუმენტებზე, რომლებიც სამშენებლო კომპანიებს საშუალებას მისცემს დაასრულონ მშენებლობები და შეასრულონ მოსახლეობის წინაშე აღებული ვალდებულებები. როგორც აღინიშნა, შემოთავაზებული საგადასახადო შეღავათები წესდება სწორედ დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას.