Apple-მა ამერიკელი თანამშრომლების საწყისი ანაზღაურება საათში 22 დოლარამდე გაზარდა

კომპანია Apple-ი ამერიკელ თანამშრომლებს ანაზღაურებას გაუზრდის. გადაწყვეტილების მიზეზად მკვეთრად გაზრდილი ინფლაცია და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება დასახელდა.

ამიერიდან, კომპანიის ამერიკული გუნდის წევრების საათობრივი ანაზღაურება 22 დოლარი ან მეტი იქნება, რაც 45%-იანი ნახტომია 2018 წლის მონაცემებთან შედარებით.

„წელს ჩვენ ვზრდით საერთო კომპენსაციის ბიუჯეტს“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

ინიციატივა ძალაში ივლისის დასაწყისში შევა.

შეგახსენებთ, რომ Apple-ის მსგავსად, წელს ანაზღაურების პირობები Google-მა და Microsoft-მაც შეცვალეს. მიზეზად კი პროფესიონალი კადრების შენარჩუნება სახელდება.

წყარო: CNN

ეკა დარჩიაშვილი