Honda-ს აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობიდან გადადგა

ავტომობილების მწარმოებელი იაპონური კომპანია Honda-ს აღმასრულებელი დირექტორი ტაკანობუ იტო გადადგა.

"დოიჩე ველეს" ცნობით, მისი თანამდებობიდან წასვლა გახმაურებულ სკანდალს უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის მიერ წარმოებული ავტომობილების უსაფრთხოების ბალიშები არ იყო უსაფრთხო, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით დაშავდა.

იაპონურმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ რეპუტაციის აღდგენა სწორედ ხელმძღვანელის, 61 წლის ტაკანობუ იტოს გადადგომით სცადა. მას Honda-ს მენეჯერი, ტაკაჰირო ჰაჩიგო შეცვლის, რომელიც უკვე 33 წელია ხელმძღვანელობს "ჰონდას" ბიზნესს აშშ-ში, ევროპასა და ჩინეთში.