ჯენ ფსაკი: აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების საკითხის განხილვას განაგრძობს

აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების საკითხის განხილვას განაგრძობს, - ამის შესახებ, "ლიგა.ნეტ"-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ჯენ პსაკიმ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

პსაკის თქმით, უკრაინაში კონფლიქტის დასრულება მინკსის შეთანხმების განხორციელებით არის შესაძლებელი. "ჩვენ შეშფოთებულები ვართ დებალცევოში, მარიუპოლსა და დონბასის სხვა ქალაქებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გამო. ამასთან გვჯერა, რომ მინსკის შეთანხმების შესრულებით უკრაინის კონფლიქტი დასრულდება", - განაცხადა პსაკიმ.