Renault-ს ყოფილ ქარხანას მოსკოვში ოფიციალურად გადაერქვა Москвич

ფრანგული საავტომობილო გიგანტის კომპანია Renault-ის მოსკოვის ყოფილ ქარხანას ამიერიდან ოფიციალურად გადაერქვა სახელი და ეწოდა Москвич. ამის შესახებ მოწმობს რუსეთის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის ЕГРЮЛ-ის მონაცემები.

ЕГРЮЛ-ში ცვლილებები შეტანილია 3 ივნისს, შესაბამისად, ავტოქარხანას, რომელიც რეესტრში აღრიცხული იყო როგორც Рено Россия, ეწოდა მოსკოვის საავტომობილო ქარხანა "Москвич".

ახალი ქარხნის დირექტორად დაინიშნა მოსკოვის ტრანსპორტისა და საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღავნელის მოადგილე დმიტრი პრონინი.

მანამდე მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ Renault Россия, რომელიც მოსკოვის საკუთრებაში გადავიდა, გამოუშვებს ავტომობილებს Москвич ბრენდის ქვეშ. მისი თქმით, ამ ახალი ქარხნის ტექნოლოგიური პარტნიორი გახდება Камаз.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე დაიწყება შიგაწვისძრავიანი “მოსკვიჩების“ წარმოება, პერსპექტივაში კი ელექტრომობილებისაც.

კოკა კვირკველია