რომელია სამი ყველაზე პოპულარული მობილური ტელეფონის ბრენდი საქართველოში

საქართველოში მობილური აბონენტების 39% უპირატესობას „სამსუნგის“ ტელეფონს ანიჭებს. ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

კომისია საქართველოში მობილური აპარატების პროცენტულ გადანაწილებასაც მიმოიხილავს.

კერძოდ, მათი ცნობით, საქართველოში ყველაზე პოპულარულია „სამსუნგის“ მობილური ტელეფონები. მე-2 ადგილზეა - Apple, რომლის აპარატებსაც მობილური აბონენტების - 15% ფლობს; მას მოსდევს Xiaomi, რომელსაც უპირატესობას მობილურ აბონენტთა 13% ანიჭებს, ხოლო 18% - სხვა ბრენდებზე ნაწილდება.

მათ შორის, HUAWEI-ს აპარატებს მობილური აბონენტების 7% ფლობს, Microsoft/Nokia-ს კი 5% ანიჭებს უპირატესობას. რაც შეეხება სხვა ბრენდებს, ანგარიშის თანახმად, აბონენტების შედარებით მცირე წილი მოდის.

თაია არდოტელი