თბილისის საკრებულომ მერიისთვის სარეკლამო დროის შესაძენად 580 ათასი ლარის დამტკიცებას მხარი დაუჭირა

თბილისის საკრებულოს უმრავლესობა თბილისის მერიისათვის სარეკლამო დროის შესაძენად 580 ათასი ლარის დამტკიცების საკითხს დაეთანხმა.

როგორც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, სევდია უგრეხელიძემ განაცხადა, საკრებულოს ბიუროს სხდომაზე უგრეხელიძე ითხოვდა სარეკლამო დროის შესყიდვისათვის გათვალისწინებული 580 ათასი ლარის შემცირებას. თუმცა, საკრებულოს უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება და თბილისის მერია სოციალური რეკლამისა და სხვა სახის რეკლამის განსათავსებლად 580 ათასი ლარით დაფინანსდება. სევდია უგრეხელიძემ ასევე აღნიშნა, რომ, წინასწარი ინფორმაციით, ბაგა-ბაღების სააგენტოსთვის სამი ავტომობილის 100 ათას ლარად შეძენის საკითხი ამ სხდომაზე არ გამოტანილა და შესაბამისად, ამ საკითხზე საკრებულოს არ უმსჯელია.