Moody’s-მა რუსული ბანკების რეიტინგი მინიმუმამდე დაწია

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Moody’s-მა რუსული ბანკების რეიტინგი მინიმუმამდე დაწია.

Moody’s-ის გადაწყვეტილება ეხება ”სბერბანკს”, VTB-ის, ”გაზპრომბანკს”, ”როსსელხოზბანკს”, ”ვნეშეკონომბანკს” და ”ალფა ბანკს”.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს განცხადებით, რუსული ბანკების რეიტინგი ქვეყნის რეიტინგზეა დამოკიდებული.

გასულ კვირას Moody’s-მა რუსეთის სახელმწიფო ობლიგაციების რეიტინგი Baa3-დან Ba1-მდე დაწია. ამასთან ერთად, სააგენტოს პროგნოზით, 2015 წელს რუსეთის ეკონომიკას რეცესია ელის, რაც 2016 წელსაც გაგრძელდება.

თავის მხრივ, რუსეთის ფინანსთა მინისტრის ანტონ სილუანოვის განცხადებით, Moody’s-ის მიერ რეიტინგის დაწევა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.