ევროკავშირის საგრეო საქმეთა მინისტრები უკრაინიდან მარცვლეულის გატანის გზებს განიხილავენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინიდან მარცვლეულის გატანის საკითხზე ლუქსემბურგში დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებენ. გარდა ამისა, ამავე შეხვედრაზე მოხდება ევროკავშირ-ყაზახეთის თანამშრომლობის საბჭოს სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.

ევროკავშირი მომხრეა მარცვლეულის ზღვიდან გატანისკენ მიმართოს ძალისხმევა, თუმცა არ განიხილავს ამ ხომალდების ევროკავშირის ჰუმანიტარული მისიით თანხლებას. ამასთან, ევროკავშირი არ განიხილავს მარცვლეულის ბელარუსის გავლით გატანსაც, ვინაიდან ეს მინსკის წინააღმდეგ სანქციების დარღვევა იქნებოდა.

ევროპელი დიპლომატის თქმით, არსებობს უკრაინის მარცვლის გატანის სამი გზა, ზღვით, ბელარუსის გავლით და უკრაინის ტერიტორიაზე შექმნილი დერეფნით. ეს ორი ვერსია ნაკლებად მიმზიდველია მინსკის სანქციებისა და თავად უკრაინის ტერიტორიაზე ომის გამო. ზღვის მიმართულებას კი ხელს უშლის აკვატორიის დანაღმულობა. ამასთან, ზღვით ნებისმიერი გატანის განხილვა იწვევს რუსეთთან კონტაქტს, ევროკავშირს კი არ სურს ამ მხრივ ჩაერთოს გაეროს ძალისხმევაში, რომელიც რუსეთთან აწარმოებს მოლაპარაკებებს აღნიშნულ საკითხზე.

ევროპელი დიპლომატის თქმით, მხოლოდ რუსეთია დამნაშავე შექმნილ სიტუაციაში და სასურსათო კრიზისი დასრულდება მყისიერად როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში. მისივე თქმით, იმპორტიორებს არ აინტერესებთ პრობლემები, მათ აინტერესებთ მხოლოდ მარცვალი.

კოკა კვირკველია