საქართველოდან ყატარში ექსპორტი იზრდება - პროდუქტები, რასაც ვყიდით და ვყიდულობთ

საქართველოდან ყატარში ექსპორტი იზრდება. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ქვეყნიდან 730.1 ათასი აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, ეს მაშინ, როდესაც 2021 წელის 5 თვეში ყატარში ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 592.7 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 149 ათასი აშშ დოლარი, ხოლო, პანდემიამდე, 2019 წლის იანვარ-მაისში 430.7 ათასი აშშ დოლარი.

რაც შეეხება ყატარიდან იმპორტს, მცირდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველომ ყატარიდან 726.3 ათასი აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა, 2021 წლის 5 თვეში 881.9 ათასი აშშ დოლარის, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 1,099 მლნ აშშ დოლარის, ხოლო 2019 წელის იანვარ-მაისში - 1,257 მლნ აშშ დოლარის.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას ვყიდით და ვყიდულობთ ყატარში

2022 წლის იანვარ-მაისში ყატარიდან იმპორტირებული ტოპ-5 პროდუქტი:

  • პოლიმერები ეთილენის, პირველადი ფორმებით - 687.4 ათასი აშშ დოლარი
  • ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, გაყინული - 19.9 ათასი აშშ დოლარი
  • ავეჯი სხვა და მისი ნაწილები - 7.1 ათასი აშშ დოლარი
  • ჭურჭელი სასადილო, სამზარეულო და სხვა სამეურნეო და ტუალეტის ნაწარმი ფაიფურისგან 1.8 ათასი აშშ დოლარი
  • ჭურჭელი სასადილო, საოჯახო ნივთები სხვა და ტუალეტის საგნები პლასტმასის 1.5 ათასი აშშ დოლარი

2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ექსპორტირებული ტოპ-5 პროდუქტი:

  • ხორცი ცხვრის ან თხის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 394.4 ათასი აშშ დოლარი
  • ცხვრები და თხები ცოცხალი - 100 ათასი აშშ დოლარი
  • ელექტრული წყალგამახურებლები - 64.8 ათასი აშშ დოლარი
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 53.3 ათასი აშშ დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 52.7 ათასი აშშ დოლარი

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ფორუმზე დასასწრებად საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს გაემგზავრა.

ნინი ქეთელაური