გერმანია 2035 წლიდან ევროპაში შიგაწვისძრავიანი ავტომობილების აკრძალვას ეწინააღმდეგება

გერმანია მხარს არ დაუჭერს ევროკომისიის გეგმას, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე 2035 წლიდან შიგაწვისძრავიანი ავტომობილების აკრძალვას ითვალისწინებს. ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა ასოციაცია BDI-ის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. აღნიშნული ასოციაცია 100 ათას კომპანიას აერთიანებს. ლინდნერმა კომისიის გადაწყვეტილებას არასწორი უწოდა და განაცხადა, რომ გერმანია არ აპირებს საკუთარი თანხმობა მისცეს მას, სერიოზული საფრთხის გამო, რომელიც ემუქრება დარგს.

მოგვიანებით ლინდნერმა წარმოადგინა კომპრომისული წინადადება გადაიყვანონ შიგაწვისძრავიანი ავტმობილები ხელოვნურ საწვავზე, რომლის წყალობითაც მოხერხდება ემისიების შემცირება ისე რომ, ეს დარგს არ დაარტყამს. ანალოგიური წინადადებით მანამდე გამოვიდა გერმანიის ტრანსპორტის მინისტრი ფოლკერ ვისინგი, რომლის თქმითაც, ავტოწარმოება მხოლოდ ელექტრომობილებისა და წყალბადმობილების წარმოებაზე ვერ გადავა.

„სინთეტიკური საწვავი არის ეკოლოგიურად ნეიტრალური ვარიანტი ძრავისთვის, რომელიც დიდი ხანია გამოიყენება“, - განაცხადა ლინდნერმა.

ევროკომისიის გეგმას აკრიტიკებენ არა მხოლოდ გერმანიაში. მის წინააღმდეგ არიან საფრანგეთისა და იტალიის ხელისუფლებებიც, რომლებიც სერიოზულ ეკონომიკურ დანაკარგებს პროგნოზირებენ ამ კანონის მიღების შემთხვევაში. წინასწარი ვარაუდით ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში მხოლოდ გერმანიაში საავტომობილო წარმოებაში უმუშევრად დარჩება 830 ათასი ადამიანი.

კოკა კვირკველია