Tommy Hilfiger-ის და Calvin Klein-ის მფლობელი კომპანია რუსულ ბიზნესს თურქულ კომპანიაზე ყიდის

მოდური ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელი ამერიკული ბრენდების Tommy Hilfiger-ის და Calvin Klein-ის მფლობელი კომპანია საკუთარ რუსულ ბიზნესს თურქულ კომპანიაზე ყიდის.

„კორპორაცია PVH, რომელიც ფლობს ისეთ ბრენდებს როგორებიცაა Tommy Hilfiger, Calvin Klein, Pierre Cardin, Trussardi, US Polo Assn და სხვა, საკუთარ რუსულ აქტივებს თურქულ კომპანიზე გაყიდის“, - წერს Известия საკუთარ წყაროზე დაყრდნობით. თუმცა, გამოცემა არ ფლობს ინფორმაციას, რომელ თურქულ კომპანიაზეა საუბარი.

როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციაში საქმიანობის შეჩერების შესახებ PVH-იმ ჯერ კიდევ 7 მარტს გამოაცხადა. მაშინ კომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა რუსეთში დასაქმებული 550 ადამიანისთვის ხელფასების რეგულარულ გაცემაზე. ახლა კი ირკვევა, რომ კომპანიის საბოლოო გადაწყვეტილებით, ის სრულად დატოვებს რუსეთის ფედერაციას.

კოკა კვირკველია