თურქეთი თურქმენეთში მწვანე ენერგეტიკის პირველ ობიექტს ააშენებს

თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლის მიხედვითაც, თურქულ კომპანია Chalyk Energy-თან მზისა და ქარის ელექტროსადგურის პროექტირება და მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდება. ამის შესახებ თურქმენეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იტყობინება.

ელექტროსადგური სერდარ ბალკანეთის ველაიატის ერთ-ერთ რაიონში აშენდება და მისი სიმძლავრე 10 მეგავატი იქნება.

მშენებლობა 2022 წლის ივლისში დაიწყება, ექსპლუატაციაში კი ობიექტი 2024 წლის იანვარში შევა. ეს იქნება პირველი ობიექტი თურქმენეთში, რომელიც განახლებადი ენერგიის წყაროებზე იმუშავებს.

ქვეყანა იმედოვნებს, რომ ასეთი ელექტროსადგურები გააუმჯობესებენ სოფლის მოსახლეობისა და ცენტრალური ელექტრომომარაგების სისტემიდან დაშორებული ტერიტორიების ენერგომომარაგებას.

ეკა დარჩიაშვილი