ტელეკომპანია "სიენენი" რუსეთში მაუწყებლობას აღადგენს

რუსეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების, კავშირგაბმულობისა და მასმედიაზე ზედამხედველობის სამსახურმა ამერიკულ ტელეკომპანია "სიენენს" რუსეთში რეგისტრაციის ახალი მოწმობა გადასცა.

ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, "როსკომნადზორის" პრესსპიკერმა, ვადიმ ამპელონსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ამერიკულ მაუწყებელს ახლა უკვე შეუძლია უნივერსალური სამაუწყებლო ლიცენზიის მიღებაც.

"სიენენმა" რუსეთში საკაბელო ქსელებით მაუწყებლობა 2014 წლის 31 დეკემბერს შეწყვიტა. ამის მიზეზად კი რუსეთში უცხოური მედიასაშუალებების წინააღმდეგ ახალი რეგულაციების დაწესება დასახელდა.