მილიარდერები, რომლებსაც „ტვიტერზე“ ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავთ

აპრილის შემდეგ, ილონ მასკს Twitter-ზე 17 მილიონი გამომწერი მიემატა, მას შემდეგ, რაც მან სოციალური ქსელის შეძენის შესახებ განაცხადა.

ჯამში მასკს 99,5 მილიონი „ტვიტერის“ გამომწერი ჰყავს. ამ სოციალურ ქსელს ის სარეკლამო ინსტრუმენტად იყენებს.

მასკზე მეტი მიმდევარი ჰყავს პოპ-ვარსკვლავ რიანას - ინტერნეტ სივრცეში ის ძირითადად თავის კოსმეტიკურ ბრენდს, Fenty Beauty-ს უწევს პოპულარიზაციას. თავის 106,8 მილიონ გამომწერს ის მუდმივად უზიარებს სიახლეებს.

ანალიტიკური ვებ-გვერდის, Socialblade.com-ის მონაცემებით, რიანა „ტვიტერზე“ რიგით მეოთხე ყველაზე პოპულარული ცნობილი ადამიანია ბარაკ ობამას, ჯასტინ ბიბერისა და კეტი პერის შემდეგ. რიანას მასკი და კიმ კარდაშიანი მოჰყვებიან.

გთავაზობთ მილიარდერების ტოპ ათეულს, რომლებსაც ყველაზე მეტი მიმდევარი ჰყავთ Twitter-ზე:

1. რიანა

გამომწერები - 106,8 მლნ.

ქონება- 1,4 მლრდ.

2. ილონ მასკი

გამომწერები - 99,5 მლნ.

ქონება - 234,5 მლრდ.

3. კიმ კარდაშიანი

გამომწერები - 72,7 მლნ.

ქონება - 1,8 მლრდ.

4. ბილ გეითსი

გამომწერები - 59,6 მლნ.

ქონება - 124,9 მლრდ.

5. ლებრონ ჯეიმსი

გამომწერები - 51,6 მლნ.

ქონება - 1 მლრდ.

6. ოპრა უინფრი

გამომწერები - 43,2 მლნ.

ქონება - 2,5 მლრდ.

7 . კანიე უესტი

გამომწერები - 30,8 მლნ.

ქონება - 2 მლრდ.

8. ტიმ კუკი

გამომწერები - 13,5 მლნ.

ქონება -2 მლრდ.

9. რიჩარდ ბრენსონი

გამომწერები - 12,6 მლნ.

ქონება - 3,9 მლრდ.

10. მარკ კუბანი

გამომწერები - 8,7 მლნ.

ქონება - 4,7 მლრდ.

წყარო: Forbes

ეკა დარჩიაშვილი