უორენ ბაფეტმა ტრადიციული მიმართვა გამოაქვეყნა

”ნებისმიერი ინვესტიცია მტვრად იქცევა, თუ ისინი მაღალი ფასის სანაცვლოდ იქნება შეძენილი”

ამერიკელმა მილიარდერმა და ქველმოქმედმა უორენ ბაფეტმა ტრადიციული მიმართვა გამოაქვეყნა Berkshire Hathaway-ის აქციონერებისთვის. 84 წლის მილიარდერი, რომელიც უკვე 50 წელია სათავეში უდგას Berkshire Hathaway-ს, აქციონერებს წარმატებული ინვესტირების რჩევებს უზიარებს.

”არ არსებობს არც ერთი საიმედო საშუალება, რომელიც ბაზრის მდგომარეობის პროგნოზირებას შეძლებს. ამიტომ უმოჯობესია, განახორციელოთ გრძელვადიანი ინვესტიციები, არანაკლებ ხუთ წელზე გათვლილი”, - წერს უორენ ბაფეტი.

”ომაჰის ჯადოქარი” წერილში ასევე აღნიშნავს, რომ გაძვირებული აქციების შეძენისგან თავშეკავება აუცილებელია.

”ნებისმიერი ინვესტიცია მტვრად იქცევა, თუ ისინი მაღალი ფასის სანაცვლოდ იქნება შეძენილი”, - აღნიშნავს ამერიკელი მილიარდერი.

ბევრი ელოდა, რომ რიგით 50-ე წერილში, რომელსაც ბაფეტი ყოველწლიურად აქვეყნებს 1997 წლიდან მოყოლებული, მილიარდერი თავის მემკვიდრეს დაასახელებდა, თუმცა Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არც ამჯერად გაამხილა, ვინ იქნება კომპანიაში მისი შემცვლელი.