DPA: ევროკავშირის ქვეყნებმა გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებაზე შეთანხმებას მიაღწიეს

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მიაღწიეს შეთანხმებას საგანგებო გეგმაზე, რომელიც ბუნებრივი აირის 15%-ით ნაკლებად მოხმარებას ითვალისწინებს. ამის შესახებ სააგენტო DPA დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ცნობით, ახალი გეგმა დამტკიცებული იქნება დღეს სპეციალურ შეხვედრაზე, რომელშიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას.

დიპლომატებმა დაუდასტურეს DPA-ს, რომ ევროკომისიის გეგმის მიხედვით ქვეყნებმა ნებაყოფლობით უნდა შეამცირონ გაზის მოხმარება 15%-ით 2022 წლის 1-ლი აგვისტოდან 2023 წლის 31 მარტამდე.

20 ივლისს ევროკომისიამ გაავრცელა დოკუმენტი, რომელშიც საუბარია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა სექტემბრის ბოლოსთვის უნდა წარმოადგინონ სამოქმედო გეგმები და ნებაყოფლობით შეამცირონ ბუნებრივი აირის მოხმარება 15%-ით 2023 წლის 31 მარტამდე. ბრიუსელი საკმაოდ რეალისტურად მიიჩნევს რუსეთისგან გაზის მიწოდების სრულ შეწყვეტას და მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, მოემზადონ ამისთვის ისე, რომ შეინარჩუნონ ერთიანობა.

კოკა კვირკველია