რა შემოსავალს მიიღებთ სასტუმროს ნომრისგან ბათუმში და რა დაგიჯდებათ 30 კვ.მ-მდე ფართის შეძენა?

ბოლო პერიოდში სასტუმროს ნომრების შეძენა პოპულარული ხდება, რისი მიზეზიც, როგორც დეველოპერები განმარტავენ, კომფორტული სერვისები, ხელმისაწვდომობა და მოგებიანობაა. განსაკუთრებული მოთხოვნაა ბათუმზე, სადაც დამსვენებელთა ნაკადი და გაქირავებით მიღებული შემოსავალი მუდმივად ზრდადია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წლის იანვარი-ივნისის მდგომარეობის მიხედვით, საქართველოში 1,625,928 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც 2019 წლის მონაცემის 42.1% აღდგენა და 2021 წელთან შედარებით +234.5%-იანი ზრდაა.

„ტერასა ჯგუფი“ ბათუმში სასტუმროს ნომრით დაინტერესებულ პირებს სექტემბრამდე საინტერესო პირობებს სთავაზობს: ყველაზე მცირე, 27 კვ.მ ფართის შეძენის შემთხვევაში, ინვესტიციის დაწყება 1700 ლარით არის შესაძლებელი, რასაც 5-წლამდე უპროცენტო განვადებით სარგებლობისას დაფარავთ. განსაკუთრებული პირობები გავრცელდება სხვა ფართობის ნომრებზეც.

295846226-626819221950946-4470172824199579288-n-1659342951.jpg

Booking.com-ის თანახმად შემოსავალი, რომელსაც სასტუმროს ნომრის მეპატრონე მიიღებს, წლიურად 40 900 ლარს შეადგენს, მაშინ როცა წლიურ ჭრილში განვადების ხარჯი მისი დაახლოებით ნახევარი - 20 400 ლარია. აღნიშნული მონაცემების თანახმად, მეპატრონეს 5-წლიანი უპროცენტო განვადებით სარგებლობისას გადახდილი თანხის ამოღება საშუალოდ 4-5 წელიწადში შეუძლია. რაც მთავარია, ექნება მუდმივი პასიური შემოსავალი და უძრავი ქონება, რომლის ფასიც იზრდება.

„ტერასა ჯგუფის“ კომერციული დირექტორის თამარ გაფრინდაშვილის განმარტებით, მეპატრონეს განვადების საფასურის დაფარვა გაქირავებიდან მიღებული თანხით შეუძლია. ყოველ წელს კი დაისვენებს პრემიუმ კლასის კომპლექსში, სადაც საუზმე, აუზი და სასტუმროს სხვა სერვისები უფასოდ ექნება ხელმისაწვდომი.

ინვესტირებით დაინტერესებული პირებისთვის „ტერასა ბათუმში“ სექტემბრამდე საინტერესო პირობები მოქმედებს, რის შესახებაც დამატებით ინფორმაციას კომპანიის წარმომადგენელი მოგაწვდით.

296274249-2308228375999696-538398780364727565-n-1659342903.jpg

(R)