საუდის არაბეთიდან ნავთობის ექსპორტმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ივლისში, საუდის არაბეთში ნავთობის ექსპორტმა დღე-ღამეში 7,2 მლნ ბარელი შეადგინა, რაც მაქსიმალური მაჩვენებელია 2020 წლის აპრილის შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ტანკერების გადაადგილების მარშურტზე დაკვირვების შედეგად ავრცელებს..

ამ მონაცემებით, ივნისში საუდის არაბეთმა ექსპორტზე გაიტანა დღე-ღამეში 6,6 მლნ ბარელი ნავთობი. ამასთან, არაბული ნავთობის ექსპორტი პირველ რიგში გაზრდილია ჩინეთში (1,65 მლნ ბარელი დღეში) და ინდოეთში (1 მლნ ბარელი დღეღამეში).

ცნობისთვის, ოპეკ+ უკვე წელიწადზე მეტია ზრდის ნავთობმოპოვებას იმ შეზღუდვების მოხსნის ფონზე, რომელიც პანდემიის პირობებში ამოქმედდა. ამასთან, არაბეთმა პირობა დადო, რომ მომდევნო წლების განმავლობაში მაქსიმალურად გაზრდის ნავთობმოპოვებას, რათა აღმოფხვრას რუსეთის ნავთობის ემბარგოს შედეგად გაჩენილი დეფიციტი. ამ მიზნისთვის არაბეთი მზადაა დღიურად 13 მლნ ბარელი ნავთობი მოიპოვოს დღე-ღამეში.

კოკა კვირკველია