თურქმენეთმა ევრო-5 და ევრო-6 სტანდარტის ბენზინი ექსპორტზე პირველად გაიტანა

თურქმენეთმა პირველად გაიტანა ექსპორტზე А-98 კლასის ბენზინი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ევრო-5 და ევრო-6 სტანდარტებს შეესაბამება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ქვეყნის მთავრობის სხდომაზე გამოაცხადეს, რომ თურქმენბაშის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მიდის ნედლი ნავთობის დამუშავების პროცესი და მაღალი ხარისხის პროდუქციის გამოშვება. მათვე განაცხადეს, რომ მოხდა А-98 კლასის მაღალი ხარისხის ბენზინის პირველი პარტიის გატანა ექსპორტზე.

აქვე ცნობილი ხდება, რომ ამ სახის საწვავის შემსყიდველი გახდნენ გაერთიანებული არაბთა საემიროები და ავღანეთი.

კოკა კვირკველია