”თუ თვითონ დაჩეხ შეშას, ორმაგად გათბები”

ჰენრი ფორდი: როცა გგონია, მთელი სამყარო შენს წინააღმდეგ არის, გახსოვდეს, რომ თვითმფრინავი ქარის საწინააღმდეგოდ დაფრინავს.

ფორდი ლეგენდარული ადამიანი იყო, უდიდესი ავტოსაწარმოს დამაარსებელი და XX საუკუნის საუკეთესო ბიზნესმენი. Ford Motor Company-ს შემქმნელი ნათელი მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა თავად შექმნას საკუთარი თავი.

16 წლისა სახლიდან გაიქცა (ირლანდიელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა, დეტროიტის შემოგარენში, ფერმაში) და დეტროიტში მექანიკოსის თანაშემწედ მუშაობდა. 30 წლისამ ააწყო თავისი პირველი მანქანა, 40 წლისამ კი უკვე ”ფორდის” კომპანია დააარსა.

ჟურნალმა ”ფორბსმა”  ჰენრი ფორდის ქონება, დოლარის დღევანდელ კურსზე გადაყვანით, 188 მლრდ დოლარად შეაფასა.

ჰენრი ფორდს მთელ მსოფლიოში ჰქონდა ავტოქარხნები, აშშ-ში 161 პატენტის ავტორი იყო. მისი ლოზუნგი გახლდათ ”ავტომობილი ყველასთვის” - ფორდის ქარხანა უშვებდა ყველაზე იაფფასიან ავტომანქანებს. ავტომანქანათმშენებლობის ეპოქის დასაწყისში დაარსებული Ford Motor Company დღემდე არსებობს.

ჰენრი ფორდის 10 ციტატა წარმატებაზე:

1. ჩვენი წარუმატებლობა ჩვენი წარმატების მასწავლებელია.

2. როცა გგონია, მთელი სამყარო შენს წინააღმდეგ არის, გახსოვდეს, რომ თვითმფრინავი ქარის საწინააღმდეგოდ დაფრინავს.

3. შეკითხვის დასმა: ”ვინ უნდა იყოს ბოსი?”, იგივეა, რომ იკითხო: ”ვინ უნდა იყოს ტენორი ამ კვარტეტში?” რასაკვირველია, ის, ვისაც შეუძლია ტენორის პარტიის შესრულება.

4. ჩემი წარმატების საიდუმლო ჩემს უნარშია, გავითვალისწინო სხვა ადამიანის შეხედულებები და მოვლენებს მისი და საკუთარი თვალით შევხედო.

5. ამქვეყნად ყველაზე რთულია საკუთარი თავით ფიქრი. ალბათ, ამიტომაც ასე ცოტა ადამიანი იქცევა ასე.

6. ყველაზე სწორი გზა, რომ ფული ვერ იშოვო, სიხარბეა. მაგრამ თუ კმაყოფილებისთვის იმუშავებ, რომელიც საქმის პატიოსნად კეთებას მოსდევს, ფული თავისთავად გაჩნდება.

7. ყველაფრის გაკეთება შეიძლება უკეთ, ვიდრე აქამდე კეთდებოდა.

8. თუ თვითონ დაჩეხ შეშას, ორმაგად გათბები.

9. იდეები თავისთავად ფასეულია, მაგრამ ნებისმიერი იდეა, ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ იდეაა. ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ მათ ხორცი შეასხა.

10. ხანდაზმულები ყოველთვის ურჩევენ ახალგაზრდებს, ფული დაზოგონ. ეს ცუდი რჩევაა. ნუ დააგროვებთ ფულს ყულაბაში. საკუთარ თავში დააბანდეთ. სანამ 40 წელს არ მივაღწიე, დოლარიც კი არ დამიზოგავს.