უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სახერხი საამქრო და ხე-ტყე გამოვლინეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი გადამუშავების სახერხი საამქრო და უკანონოდ მოპოვებული წიფლის ჯიშის სამასალე მერქანი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელმწიფო ტყის ფონდში იქნა გამოვლენილი.

"უკანონო სახერხი საამქრო და ხე-ტყე დაილუქა. მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დაანგარიშება და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს", - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი მუკნიაშვილმა.