აშშ-ის ეკონომიკამ პანდემიის დროს დაკარგული ყველა სამუშაო ადგილი აღადგინა

აშშ-ის ეკონომიკამ პანდემიის დროს დაკარგული ყველა სამუშაო ადგილი აღადგინა - მიმდინარე წლის ივლისში გამოქვეყნდა ახალი ანგარიში, რომლის თანახმადაც შტატებში სამუშაო ადგილები 528 000 ახალი ვაკანსიით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ივლისში ამერიკის უმუშევრობის დონე უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ყველაზე დაბალი იყო.

პარასკევს, აღნიშნულ თემაზე კომენტარი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც გააკეთა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურებაა.

”ეს არის ჩემი გეგმის შედეგი, რომ ავაშენოთ სწორი ეკონომიკა მინიმალური შეცდომებით. პრეზიდენტად კენჭი საშუალო ფენის აღსადგენად ვიყარე - მეტი სამუშაოა გასაკეთებელი, მაგრამ დღევანდელი ანგარიში აჩვენებს, რომ ოჯახების მდგომარეობის შესამსუბუქლებლად, ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს ვაღწევთ“, - განახადა ამერიკის პრეზიდენტმა.

წყარო: CNN

ეკა დარჩიაშვილი