გაერო - ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 10.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა

რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 10.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა, - შესაბამის მონაცემებს გაეროს ლტოლვილთა სააგენტო ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, უკრაინის უმრავლესობა პოლონეთში ლვოვის გავლით შევიდა, სხვებმა კი რუმინეთს, მოლდოვას, უნგრეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებს შეაფარეს თავი. ამასთან, ათასობით ადამიანი გაერთიანებულ სამეფოში ლტოლვილთა რამდენიმე სქემის მეშვეობით შევიდა.