2022 წელს „სამსუნგი“ ნაკლები სმარტფონის წარმოებას გეგმავს

2022 წელს „სამსუნგის“ გეგმაში ნაკლები სმარტფონის წარმოება შედის. 300 მილიონი მოწყობილობიდან წელს 260 მილიონი გამოვა.

თავდაპირველად, მიზანი 334 მილიონი ერთეული იყო, აქედან 284 მილიონის შიდა აწყობა იყო დაგეგმილი. ოქტომბრიდან ნოემბრამდე კი, კომპანია 34 დამოუკიდებელ სმარტფონს აწარმოებს, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე წინა კვარტლებში ან წინა წლების ანალოგიურ პერიოდებში.

მიზეზი ასეთი გადაწყვეტილებისა, გაზრდილი ინფლაცია, სამომხმარებლო მოთხოვნის კლება და წარმოების პრობლემაა, რასაც უამრავი მეწარმე აწყდება. როგორც გამოცემა The Elec წერს, ერთდერთი კომპანია, რომელიც არსებული მდგომარეობით არ დაზარალებულა, არის Apple.

აღსანიშნავია, რომ „სამსუნგი“ პანდემიის გამო ბევრ პრობლემას შეხვდა. 2020 წელს, მიუხედავად ყველაფრისა, კომპანიამ 250 მილიონი სმარტფონის გამოშვება მაინც შეძლო, 2021 წელს კი, როდესაც პანდემია ნელ-ნელა დასასრულს მიუახლოვდა, კომპანიამ 300 მილიონი სმარტფონის წარმოება შეძლო.

ეკა დარჩიაშვილი