მსოფლიოში პოპულარული პროდუქცია, რომელიც ამერიკაში მზადდება

მოსახლეობის უმრავლესობამ იცის, რომ პროდუქციის უმრავლესობა იაფი მუშახელის გამო აზიაში და ჩინეთში მზადდება. დიდი ქვეყნები, მათ შორის აშშ, ბრენდულ ქარხნებს აზიის ქვეყნებში აშენებენ და წარმოებას მოგების გაზრდის მიზნით, მაგალითად, ვიეტნამში ან სხვა ხელსაყრელ ქვეყანაში იწყებს.

არსებობს წვრილი პროდუქცია, რომელსაც თავად ამერიკაში აწარმოებენ. წარმოება შთამბეჭდავი ნამდვილად არ არის, თუმცა 13 მილიონზე მეტი ამერიკელი ჯერ კიდევ არის დასაქმებული ამ სექტორში.

წარმოგიდგენთ პროდუქციას, რომელიც ამერიკაში იწარმოება:

Zippo სანთებლები

საკულტო ამერიკული კომპანია, რომელიც დაფუძნებულია პენსილვანიაში, არის Zippo, რომელიც 90 წლის განმავლობაში აწარმოებს თავის ცნობილ სპილენძის სანთებლებს.

კომპანიამ 2012 წელს 500 მილიონი სანთებელა დაამზადა. ქარხანას დღეში 70 000 სანთებელის დამზადება შეუძლია.

Little Tikes სათამაშოები

მიუხედავად იმისა, რომ სათამაშოების უმეტესობა დღეს ჩინეთში იწარმოება, Little Tikes, რომელიც დაარსდა 1969 წელს, აგრძელებს მრავალი სახალისო პლასტმასის პროდუქციის დამზადებას ოჰაიოში.

Clare Vivier კლატჩები

მისი ჟღერადობის გამო, შეიძლება იფიქროთ, რომ დიზაინერი ფრანგია. კლერ ვივიერი გაიზარდა სენტ-პოლში, მინესოტაში.

მისი სახელობის კომპანია, რომელიც მან 2008 წელს შექმნა, დაფუძნებულია ლოს-ანჯელესში და აწარმოებს პროდუქტს.

Apple Mac Pro კომპიუტერები

Apple-ის პროდუქციის დიდი უმრავლესობა დამზადებულია აზიაში, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ აშშ-ს ბაზარზე გაყიდული Mac Pro დესკტოპ კომპიუტერები რეალურად აწყობილია ამერიკაში.

Apple-მა შიდა წარმოება ტეხასში 2013 წელს გადაიტანა, ხოლო საერთაშორისო ბაზრისთვის განკუთვნილი კომპიუტერები საზღვარგარეთ მზადდება.

Scotch Tape

შოტლანდიური ლენტი (სკოჩი) ისეთი პროდუქტია, რომელსაც წარმოიდგენთ, რომ მასობრივად მზადდება ქარხანაში სადმე საზღვარგარეთ. თუმცა, წებოვანი ლენტი, რომელიც ასევე 3M პროდუქტია, იწარმოება ფირმის კენტუკის ქარხანაში.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი