ამერიკის 10 უმდიდრესი მემკვიდრე - ადამიანები, რომლებმაც მილიარდები იოლად მიიღეს, თუმცა დღემდე თავდაუზოგავად მუშაობენ

აღიარებთ თუ არა ამას, ფაქტია, რომ მილიარდერები მართავენ მსოფლიოს. ისინი ასრულებენ ძირითად როლს პოლიტიკისა და ზოგადად გლობალური ეკონომიკის ჩამოყალიბებაში.

ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ ხარჯავენ ისინი ფინანსებს, მაგრამ ძნელი გასარკვევი არის ის, თუ როგორ მიიღეს მათ მილიარდები.

ამერიკაში ტოპ 1%-დან ბევრმა მემკვიდრეობით მიიღო სიმდიდრე.

გაინტერესებთ ვინ არიან ისინი?

ლეონარდ ლაუდერი

ლეონარდ ლაუდერი, ესტე ლაუდერის უფროსი ვაჟია. სანამ 1999 წელს თანამდებობას დატოვებდა, იგი Estée Lauder Companies-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო, იმავდროულად მართვადა საოჯახო ბიზნესებს.

ლეონარდი ასევე არის ხელოვნების კოლექციონერი, რომლის კოლექცია 1 მილიარდ დოლარზე მეტია შეფასებული. 2022 წელს მისმა ქონებამ 20,7 მილიარდი დოლარი შეადგინა.

მირიამ ადელსონი

წარმოშობით ებრაელი მირიამ ადელსონი ამერიკაში მოღვაწე ექიმია. მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე წარდგენილი აზარტული თამაშების იმპერია - Las Vegas Sands, მეუღლისგან მემკვიდრეობით მიიღო, მირიამი ახლა ყველაზე მდიდარი ისრაელის მოქალაქეა მსოფლიოში.

მან ასევე დააარსა Sheldon G. Adelson Research Clinic ლას-ვეგასში, სადაც ის მკურნალობს ოპიუმზე დამოკიდებულ ადამიანებს. 2022 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ქონება 25,1 მილიარდ დოლარზე მეტი იყო.

ჯონ მარსი

შოკოლადის იმპერიის, მარსის მემკვიდრე, ჯონ მარსი მეშვიდე ყველაზე მდიდარი მემკვიდრეა ამერიკაში. მას შემდეგ, რაც 1999 წელს ფორესტ მარსი გარდაიცვალა, ჯონმა მემკვიდრეობით მიიღო ოჯახის ქონების მესამედი, რითაც იგი მსოფლიოში 48-ე უმდიდრესი ადამიანი გახდა.

ბიზნესი ცნობილია, როგორც მსოფლიოში უმსხვილესი საკონდიტრო მწარმოებელი, რომელიც აწარმოებს ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა Snickers და Milky Way ბარები. კომპანიას აქვს 40 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მისი ტკბილეულის, საკვებისა და შინაური ცხოველების პროდუქტების რეალიზაციიდან. 2022 წელს ჯონ მარსის ქონება 29,7 მილიარდი დოლარია.

ჟაკლინ მარსი

მისი ძმის მსგავსად, ამერიკელ მემკვიდრე ჟაკლინ მარსსაც აქვს 29,7 მილიარდი დოლარის ქონება. როგორც Mars, Inc.-ის დამფუძნებლის, ფორესტ მარსის, უფროსის ერთადერთი შვილიშვილი, ის თავის ძმასთან, ჯონთან ერთად იზიარებს მსოფლიოში 48-ე უმდიდრესი ადამიანის ადგილს.

ჟაკლინი ახლა ფოკუსირებულია თავის ინვესტიციებზე და ცხოვრობს მშვიდი ცხოვრებით ვირჯინიაში.

მაკენზი სკოტი

ჯილდოს მფლობელი ავტორი და ფილანტროპი მაკენზი სკოტი ამ სიაში მეექვსე ადგილს იკავებს. მაკენზის ლიტერატურული დებიუტი 2006 წელს შედგა თავისი რომანით „ლუთერ ოლბრაიტის გამოცდა“, რისთვისაც მან მიიღო ამერიკული წიგნის ჯილდო.

ქმართან, Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსთან განქორწინების შემდეგ, მაკენზი გახდა მესამე ყველაზე მდიდარი ქალი მსოფლიოში. ახლა ის ქველმოქმედებას ეწევა - 286 სხვადასხვა ორგანიზაციას 2.74 მილიარდ დოლარზე მეტი შესწირა. ამდენი ფულის გაცემის შემდეგაც კი, მაკენზი სკოტს 2022 წელს 30,7 მილიარდი დოლარის ქონება აქვს.

ჯიმ უოლტონი

Arvest Bank Group, Inc.-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ჯიმ უოლტონი სიაში მესამე ადგილს იკავებს. სემ უოლტონმა, საცალო ვაჭრობის გიგანტის Walmart-ის დამფუძნებელმა, კომპანიის აქციები თანაბრად დაყო თავისი ოთხი შვილისთვის.

2005 წელს ძმის გარდაცვალების შემდეგ Walmart-ის დირექტორთა საბჭოში კონტროლი უმცროსმა ვაჟმა, ჯიმიმ აიღო. ის ასევე ფლობს გაზეთს, Community Publishers Inc. ჯიმის მთლიანი სავარაუდო წმინდა ღირებულებაა დაახლოებით 58.3 მილიარდი დოლარი.

ალისა უოლტონი

ალისა Walmart-ის დამფუძნებლის სემ უოლტონის ერთადერთი ქალიშვილია. მას შემდეგ, რაც 1992 წელს მემკვიდრეობით მიიღო თავისი ქონება, ალისამ ყურადღება გაამახვილა ხელოვნებაზე. 2011 წელს მან გახსნა კრისტალური ხიდების ამერიკული ხელოვნების მუზეუმი არკანზასში, რომელიც ამაყობს ცნობილი მხატვრების ნამუშევრებით, როგორიცაა ენდი უორჰოლი და მარკ როტკო. 2022 წელს 57,5 ​​მილიარდი დოლარის ღირებულებით, ალისა მეორე ყველაზე მდიდარი ქალია მსოფლიოში.

რობ უოლტონი

სემ და ჰელენ უოლტონების უფროსი ვაჟი, რობ უოლტონი მეხუთე უმდიდრესი მემკვიდრეა ამერიკაში, დაახლოებით 57,2 მილიარდი დოლარის ქონებით.

1992 წელს მამის გარდაცვალებიდან ორი დღის შემდეგ, რობი დაინიშნა Walmart-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ, რომელიც მას 23 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეკავა. 2015 წლის ივნისში იგი პენსიაზე გავიდა.

ჯულია კოხი

ჯულია კოხი სოციალისტი, ქველმოქმედი და Koch Industries-ის აღმასრულებელი დირექტორის ჩარლზ კოხის ცოლია. ცენტრალური არკანზასის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, იგი მუშაობდა მოდელად. ჯულიამ კოხების ოჯახის ქონება 2019 წელს ქმრის გარდაცვალების შემდეგ მიიღო და ახლა დირექტორთა საბჭოშია. ის ასევე არის დევიდ ჰ. კოხის ფონდის პრეზიდენტი და მისი ქონება 59,6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ჩარლზ კოხი

ამერიკაში ყველაზე მდიდარი მემკვიდრეა ჩარლზ კოხი, კოხის ინდუსტრიის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი. თავდაპირველად ნავთობზე დაფუძნებული ბიზნესი, Koch Industries, დღეს მრავალეროვნული კონგლომერატია, რომელიც ამაყობს ვაჭრობის მრავალფეროვანი პორტფელით, მათ შორის საკვებით, თავშესაფრებით, ტანსაცმლით, ტრანსპორტით და ა.შ. ჩარლზ კოხის წმინდა ღირებულება 2022 წელს 59,6 მილიარდ დოლარზე მეტია.

წყარო: TheRichest.com

თეონა რამაზაშვილი