Apple Car-ის შესახებ საიდუმლო დოკუმენტაციის გათქმისთვის კომპანიის ყოფილი ინჟინერი დააკავეს

კომპანია Apple-ის ყოფილი ინჟინერი, სიაოლან ჩჟანი, ავტომობილ Apple Car-ის შესახებ საიდუმლო დოკუმენტაციის გათქმაში დამნაშავედ ცნეს.

Apple Autopilot-ის პროექტისთვის ბეჭდური მიკროსქემის დაფების დიზაინში ის უშუალოდ მონაწილეობდა. ცნობილია, რომ ჩჟანი აპირებდა ინფორმაციის გადაცემას კუპერტინის განვითარებაზე ერთ-ერთი ჩინური კომპანიისთვის. დამნაშავე კომპანიის ლაბორატორიიდან ბეჭდური მიკროსქემის დაფების პროტოტიპების, ასევე მათი შექმნის სქემების გატანის მცდელობის დროს დააკავეს.

Apple-ის ყოფილ თანამშრომელს 10-წლიანი ციხე და ჯარიმა 250 ათასი დოლარის ოდენობით დააკისრეს, რაც კომპანიის ზარალის ანაზღაურებას გულისხმობს.

ცნობილი ხდება, რომ ამ დროისთვის კომპანია მეორე მსგავს საქმეზეც მუშაობს - ჩინელი ცზიჟონ ჩენი საიდუმლო მასალების გადაცემას ჩრდილოეთ კორეაში ცდილობდა.

ეკა დარჩიაშვილი