”ადიდასი” რუსეთში მაღაზიებს ხურავს

გერმანული კონცერნი Adidas-ი მიმდინარე წელს რუსეთში 200 მაღაზიას დახურავს.

კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ეს ბუნებრივი პროცესია.

"ის მაღაზიები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ მოგების მაჩვენებელსა და მომხმარებელთა ტრაფიკს, დაიხურება", - განაცხადა რუსულ მედიასთან საუბრისას "ადიდასის" წარმომადგენელმა ნიკოლაი პეტროსიანმა.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული "ადიდასმა" 100 ახალი მაღაზია გახსნას რუსეთში სხვა ადგილებში.

სპორტული ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ინვენტარის მწარმოებელი გერმანული კონცერნი ”ადიდასი” 1948 წელს დაარსდა. რუსეთში კომპანიას 800-მდე მაღაზია აქვს.