ჯონსონი ბრიტანელებს ენერგიის დაზოგვის მიზნით ახალი ჩაიდნების შეძენას ურჩევს

ბრიტანეთის მიმავალი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ბრიტანელებს ურჩევს, დახარჯონ 20 ფუნტი ახალი ელექტრო ჩაიდანის შესაძენად, რათა წლიურად 10 ფუნტი სტერლინგი დაზოგონ ენერგიაზე. ამის შესახებ ჯონსონმა, რომელიც პოსტს ოფიციალურად 6 სექტემბერს დატოვებს, ენერგოუსაფრთხოების თემაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თუ თქვენ გაქვთ ძველი ჩაიდანი, რომელსაც სჭირდება მთელი საუკუნე, რომ ადუღდეს, თქვენ დაგჭირდებათ ალბათ, 20 ფუნტი, რომ შეცვალოთ ის ახალზე. თუ თქვენ იყიდით ახალს, შეძლებთ წლიურად 20 ფუნტის ეკონომიას ენერგიაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან დაკავშირებით გამოცემა The Independent-მა გაავრცელა მწერალ ედუარდ ჰეიუორდის აზრი, რომელმაც თქვა, რომ ბრიტანელებისთვის ასეთი რამის შეთავაზება, იმ დროს, როცა მათ ოქტომბრიდან წლიურად 1 578 ფუნტით გაუძვირდებათ ელ-ენერგიის გადასახადი, ისეთია, რომ ზღვაში ჩაძირული ტიტანიკიდან კოვზით სცადო წყლის ამოღება. პრემიერი ჯონსონი გააკრიტიკა ასევე ენერგეტიკისა და მრეწველობის ჩრდილოვანმა მინისტრმა ბილ ესტერსონმა. „მან სინამდვილეში დაკარგა კავშირი რეალობასთან, თუ მისთვის ეს ყველაფერი სულერთია? ან ერთიც და მეორეც“, - თქვა მან.

როგორც ცნობილია, 1-ლი ოქტომბრიდან ბრიტანეთში ელექტროენერგიის საფასური 80%-ით ძვირდება რეკორდულ წლიურ 3 549 ფუნტამდე. ექსპერტების შეფასებით, მომავალი წლის აპრილში ფასი შეიძლება 7,7 ატას ფუნტამდე გაძვირდეს.

კოკა კვირკველია