საფრანგეთმა გაზსაცავები მაქსიმალურად გაავსო

საფრანგეთის ხელისუფლების მიზანი - ზამთრისთვის მაქსიმალურად გაევსოთ ქვეყანაში არსებული გაზსაცავები - მიღწეულია, ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ანიეს პანე-იუნაშემ განაცხადა.

„ეს რეზერვები ჩვენი ზამთრის მთლიანი მოხმარების 50%-ს უზურნველყოფს, ეს კი ნიშანვს, რომ ჩვენ ახლა კარგად ვართ აღჭურვილები“, - განმარტა მან ტელეკომპანია CNews-ის ეთერში.

აგვისტოს ბოლოს ითქვა, რომ ფრანგული რეზერვები 90,6%-ით იყო შევსებული, მინისტრმა კი განმარტა, რომ გაზსაცავების 100%-ით გავსება არ შეიძლება, ვინაიდან მასში უნდა იყოს სივრცე ჰაერისთვის.

ცნობისთვის, გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყანა „ენერგეტიკულ ომში“ იმყოფებოდა. „ჩვენ ომში ვართ, ეს ფაქტია“ - თქვა მან ელისეს სასახლეში გამართულ გუშინდელ პრესკონფერენციაზე. ის თვლის, რომ საფრანგეთმა უნდა დააჩქაროს და მეტი მოინდომოს ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროების გამომუშავებისთვის.

კოკა კვირკველია