თბილისში "დანკინ დონატსის" მესამე რესტორანი გაიხსნა

თბილისში "დანკინ დონატსის" მესამე რესტორანი გაიხსნა.

"ვისოლ ჯგუფის" ხელმძღვანელმა, სოსო ფხაკაძემ რესტორანი შვილებთან ერთად გახსნა.

როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, სამწლიანი მოლაპარაკებების შედეგად "ვისოლ ჯგუფმა" შეძლო "დანკინ დონატსის" საქართველოში შემოყვანა.

"მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ "დანკინ დონატსის" 15 ახალ რესტორანს გავხსნით და 500-მდე სამუშაო ადგილს შევქმნით. ჩვენ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს მომხმარებელს, რომლებმაც შეიყვარეს "დანკინ დონატსი", - განაცხადა ფხაკაძემ.

მისივე თქმით, შენობაში, "დანკინ დონატსის" გვერდით, "ვენდის" ბრენდის ქვეშ მომუშავე სანაყინეების ქსელი Frosty Corner გაიხსნა.

ფხაკაძის განცხადებით, "ვენდის" სანაყინეები Frosty Corner-ები განთავსდება როგორც "ვენდისა" და "დანკინ დონატსის" რესტორნებში, ასევე დამოუკიდებლად ამ მიზნისთვის სპეციალურად შერჩეულ ადგილებში.

"დანკინ დონატსი" ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 65 წელია წარმატებულ ისტორიას ქმნის მთელს მსოფლიოში. "დანკინ დონატსი" მსოფლიოს 38 ქვეყანაშია წარმოდგენილი.